კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვას მაისის ბოლოსთვის გეგმავს.
ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთში მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი უკვე გაიყიდა, თუმცა, არის ქონების გარკვეული ნაწილი - ძირითადად აგრარულ სფეროში, რომლის მყიდველებიც ჯერჯერობით არ გამოჩენილან.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ქონების დარჩენილი ნაწილი თვის ბოლოსთვის გაიყიდება.
მისი ქონების მყიდველთა ვინაობა ივანიშვილისთვის უცნობია.
