დარჩიაშვილი - სექსუალური უმცირესობების აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში დასაშვებია
დარჩიაშვილი - სექსუალური უმცირესობების აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში დასაშვებია
16:57 17.05.2012
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა აქცია დემოკრატიული ქვეყნისთვის დასაშვები თვითგამოხატვის ფორმაა.

„თავისუფალ ქვეყანაში ტარდება აქცია, რომელიც არ არის მიმართული უფლებების შელახვისკენ, არამედ არის თვითგამოხატვის ფორმა. ჩვენ ან უნდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ან არ უნდა ვიყოთ. არ შეიძლება ვსაუბრობდეთ დემოკრატიაზე და ამავე დროს, ის მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდეს“ – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირება არის უკანონობა და ამას სამართალდამცავები უნდა არეგულირებდნენ.

ჰომოფობიის წინააღმდეგ, საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის ცენტრში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართა. აქციას „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რასაც ფიზიკური შეხლა–შემოხლა მოჰყვა.




ბეჭდვა