ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესს შეაფასებენ. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა ოფიციალურად გაფართოების სამიტი არ არის.
„ჩვენ არ შეგვიძლია იმ გადაწყვეტილებების განჭვრეტა, რასაც ნატოს სამიტის დამსწერე ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. გაკეთდება განცხადებები იმ პროგრესის შესახებ, რასაც ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები აღწევენ, მათ შორის საქართველო“- აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ- ს თვის ნატო-ს გაფართოება მნიშვნელოვანი საკითხია.
ალიანსის ჩიკაგოს სამიტი 20-21 მაისს ჩატარდება.
