აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტი არ გადაუდია და ის აუცილებლად შედგება. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა
საქართველოში ჯონ ბასმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ აქვს და, როგორც კი, ვიზიტის თარიღი დაზუსტდება მას საზოგადოებას აცნობებს.
,,საერთოდ, ვიზიტების გადადება გასაკვირი არ არის. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. სახელმწიფო მდივანს მნიშვნელოვანი პასუხიმგებლობა აკისრია მსოფლიოს მასშტაბით. ის იმედოვნებს, რომ საქართველოში მისი ვიზიტი მალე შედგება“-აღნიშნა ბასმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჰილარი კლინტონი ეცნობა იმ პროგრესს, რაც საქართველომ მისი სტუმრობის შემდეგ განიცადა და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
