არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი გელბახიანი რუსეთის ხელისუფლების მიერ სოჭში, ოლიმპიადის მსვლელობისას
ტერორისტული აქტების მზადებასთან კავშირში საქართველოს დადანაშაულებას, დესტაბილიზაციის მცდელობის შეფასებას აძლევს.
როგორც მან დღეს გამართულ პესკონფერენციაზე აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ყველა ქმედება, მათ შორის, რუსეთში აქციები, საქართველოში იგეგმება, სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველოს, როგორც არასტაბილური და უკანონო ქმედებების ინიციატორი ქვეყნის იმიჯის შექმნა.
„რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაგვაბრალა, რომ მათ ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების მომწყობნი საქართველოში მომზადდნენ“-განაცხადა გელბახიანმა და აღნიშნა, რომ ეს გარკვეული პროვოკაციისთვის სამზადისია, რაც მისი ვარაუდით, არჩევნებს დაუკავშირდება.
„იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარს დაუჭერს და რუსეთს ამის განხორციელების საშუალება არ ექნება“-განაცხადა მან.
