პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" პოლიტიკური ქარი ქარიშხალი ჰგონია.
დღეს ბიუროს სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანი დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეკამათა. მან ლორთქიფანიძეს გასულ წელს პარლამენტში გამართული დებატები გაახსენა. მაშინ ლორთქიფანიძე უმცირესობაში იყო და სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.
"ახლა როგორც კი ფრაქციის თავმჯდომარეობა მიიღეთ აღარ მოგწონთ ეს ფორმატი. გინდათ ახლა პარლამენტი შანტაჟის გზით იმ ფორმატზე გადაიყვანოთ რომელიც თქვენ პეტრე მამრაძესა და მარსაგიშვილს მიგაჩნიათ სწორად" - მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს.
პირველი ვიცე–სპიკერის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის ტრადიცია არსებობს და ის არ შეიცვლება.
"ახლა კი რაღაც პოლიტიკური ქარის გამო, რომელიც თქვენ ქარიშხალი გგონიათ ეს ტრადიცია უნდა შევცვალოთ სამი ადამიანის ჭკუის მიხედვით" – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მაჭავარიანის თქმით, თუ ფრაქციის შიგნით 15 წუთიან დროს ვერ იყოფენ ეს უკვე მათი პრობლემაა.
პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციას -"ერთობა სამართლიანობისთვის", 15 წუთიანი გამოსვლის საშუალება ექნება.
