პრეზიდენტმა აშშ-ში „სახელმწიფო სერვისების ჯილდოს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა
პრეზიდენტმა აშშ-ში „სახელმწიფო სერვისების ჯილდოს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა
10:42 17.05.2012
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი იმ ჯილდოსთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გაერომ საქართველოს საჯარო  მომსახურების სექტორში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის გადასცა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური პრემია „სახელმწიფო სერვისების ჯილდო“ ქვეყანამ პროექტით „იუსტიციის სახლი“ მოიპოვა. პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს.
„გაერომ საქართველოს თავისი ყოველწლიური, მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე პრესტიჟული პრემია მიანიჭა, რომელიც ქვეყანამ იუსტიციის სახლებისა და ელექტრონული სატენდერო სისტემის მხრივ განხორციელებული რეფორმებისთვის დაიმსახურა. ეს, მართლაც, საუკეთესო სისტემაა. რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, ამ ეტაპზე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და კარგია, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში გუშინ დაიწყო.









ბეჭდვა