მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში დღეს საჯარო ლექციას წაიკითხავს
მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში დღეს საჯარო ლექციას წაიკითხავს
09:14 17.05.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ნიუ იორკში პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებს.
მიხეილ სააკაშვილის საჯარო ლექციის თემაა - „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ იორკიდან სახელმწიფოს მეთაური ჩიკაგოში გაემგზავრება და 20-21 მაისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.


ბეჭდვა