პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მატეო მეკაჩისთან, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯუზეპე მაჯოსთან და საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფრანკო იმპალასთან შედგა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თედო ჯაფარიძე, ზაზა გოგსაძე და დავით უსუფაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. განხილეს ასევე, ეუთოს მხრიდან არჩევნების მონიტორინგის საკითხი.
