გიორგი ბარამიძე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა
გიორგი ბარამიძე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა
16:36 16.05.2012
ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრი, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ბარამიძემ ექსპერტებთან ნატო-ს ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ბარამიძემ ყურადღება ჩიკაგოში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის პარალელურად გასამართი შეხვედრების ფორმატებზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა იქნება, რომელიც არაწევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ISAF-ის ფორმატი, რაც ნატო-ს წევრი და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ყველა სხვა სახელმწიფოს შეხვედრას ნიშნავს. ასევე, ნატო-ს 13 ძირითადი პარტნიორი ქვეყნის შეხვედრა და ნატო-ს 4 ასპირანტი პარტნიორი ქვეყნის შეხვედრა.
აღნიშნული ღონისძიება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ბეჭდვა