ლევან ვეფხვაძე –ნამდვილად არ მინდა რომ რომელიმე ჩემი კოლეგა ციხეში წავიდეს
ლევან ვეფხვაძე –ნამდვილად არ მინდა რომ რომელიმე ჩემი კოლეგა ციხეში წავიდეს
16:29 20.02.2012
ქრისტიან–დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე არ აკონკრეტებს იმ დეპუტატის ვინაობას, ვისაც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები  უმცირესობიდან წასვლის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.
"თვითონ ძალიან კარგად იციან, ვის რას სთავაზობდნენ. უხერხულია, გვარებს მე ვერ დავასახელებ, რადგან ეს მერე სისხლის სამართლის საქმე გახდება. ნამდვილად არ მინდა რომ რომელიმე ჩემი კოლეგა ციხეში წავიდეს" – განუცხადა "ნიუსპრესს" ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ დეპუტატი, ვისაც ფულს სთავაზობდნენ უმცირესობის წევრია.
ლევან ვეფხვაძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე იკამათეს. ვეფხვაძემ ლორთქიფანიძეს წამოაძახა, რომ მისი ფრაქციის წევრები "უმცირესობის წევრებს დასდევდნენ და ფულს სთავაზობდნენ".

ბეჭდვა