გიორგი თარგამაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექს-ხელმძღვანელს შეხვდა
გიორგი თარგამაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექს-ხელმძღვანელს შეხვდა
15:19 16.05.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ქრისტიან–დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მთავარმა კონსულტანტმა, საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება განიხილეს დღეს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად, ეკლუნდი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

„მთავარი ამოცანა ინფორმაციის მიწოდება იყო იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ კონკურენტული საარჩევნო სივრცის უზრუნველსაყოფად, რომელმაც პოლიტიკური პარტიებისა და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესებისადმი ამომრჩევლის ნდობის წინაპირობა უნდა შექმნას“ - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ თავის მხრივ, ეს ნაბიჯები, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის შეურყევლობას და ევროპასთან ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა