სამოქალაქო მოძრაობა ,, სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"" სასჯელაღსრულების სამინისტროს მისამართით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
საქმე ეხება პატიმარ ლაშა ნარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
როგორც სამოქალაქო მოძრაობა ,, სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"" წარმომადგენლებმა "ნიუსპრესს" აცნობეს, პატიმარმა თავის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაციას ტელეფონით თვითონვე შეატყობინა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, სამკურნალო დაწესებულებიდან ის ციხეში დააბრუნეს.
მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"" მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე, რათა დაცული იყოს პატიმრის ჯანმრთელობა.
