მურმან დუმბაძე დავით უსუფაშვილის განცხადებას პასუხობს
მურმან დუმბაძე დავით უსუფაშვილის განცხადებას პასუხობს
15:39 20.02.2012
"ემსახურე საქართველოს" ლიდერი მურმან დუმბაძე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ის ეთანხმება დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებული განცხადების ძირითად აზრს, რაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
როგორც მურმან დუმბაძემ "ნიუსპრესსთან" საუბარში განაცხადა, ის მომავალში თანამშრომლობის მომხრეა.
"თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, ჩვენ თანამშრომლობის მომხრეები ვართ. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე გლობალური და რეგიონალური პროცესები" - განაცხადა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა სპეციალური განცხადება მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. განცხადებაში უსუფაშვილმა მურმან დუმბაძესთან თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მან რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანია ახალი შემართებით გააგრძელა
"მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა გავრცლებულ განცხადებაში.

ბეჭდვა