საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს
08:58 16.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკს, ლოს ანჟელესს და ჩიკაგოს ეწვევა.

20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში.

„ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან; ასევე, დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ბეჭდვა