საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მოდერატების პარტიის“ წევრები
მიიღო და საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გაამახვილეს ყურადღება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარებაში გამორჩეული წვლილი შვედეთის მხარესაც მიუძღვის, რადგან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის თანაინიციატორი იყო და ჩვენი რეგიონი ევროკავშირის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. შვედეთის მხარემ დამკვირვებლების გამოგზავნისა და არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
შვედეთის დლეგაცია საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ისინი შეხვდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
