ირაკლი ალასანია ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა
ირაკლი ალასანია ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა
18:30 15.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია  დღეს, ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტუდენტებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს, ალასანიამ ახალგაზრდებს კოალიციის პროგრამები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე მან ყურადღება განათლების პროგრამაზე გაამახვილა და ამ სფეროში „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე ისაუბრა.
„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სტუდენტები უპროცენტო გრძელვადიან სესხს მიიღებენ. ახალგაზრდებს ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის ძლიერების ფუნდამენტს“- განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება, ნიჭიერი თაობის წახალისება და მხარდაჭერაა.

ბეჭდვა