ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო წინადადებებას უმრავლესობის წევრებმაც
დაუჭირეს მხარი, თუმცა, კანონპროექტი მაინც ჩავარდა.
ბაღათურიას ინიციატივას „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებაზე, რომელიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას შეეხება, მმართველი პარტიის რამდენიმე წევრი დაეთანხმა.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, ბაღათურიას პროექტის მომხრე 14 დეპუტატიდან ხუთი უმრავლესობის წევრი - რომანოზ ბჟალავა, კახა გეწაძე, დავით თოდრაძე, მერაბ სამადაშვილი და მამუკა სანებლიძე იყვნენ. პროექტის წინააღმდეგ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა. რეგისტრაცია კი, 118–მა პარლამენტარმა გაიარა. კენჭისყრის შედეგად ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა.
