“ქრისტიან-დემოკრატებმა” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს
“ქრისტიან-დემოკრატებმა” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს
18:15 15.05.2012
ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებმა” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ „ქრისტიან–დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თარგამაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები მათი ინიციატივაა და ამდენად, მას მხარს უჭერენ.
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა კი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. უმრავლესობის რიგებიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცეს დავით ბეჟუაშვილმა, გია გოგუაძემ და თემურ ჩარკვიანმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა ოპოზიცინერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ცვლილებების წინააღმდეგ კი, ხმა მისცა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პროექტის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.


ბეჭდვა