პარლამენტმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 109 დეპუტატმა
დაუჭირა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი იყო.
კონსტიტუციას ემატება შემდეგი შინაარსის 104/4-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
ცვლილებებზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დეპუტატები მსჯელობდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მომავალ კვირაში მიიღებენ.
