პარლამენტში ლევან ბეჟაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში ლევან ბეჟაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
16:17 15.05.2012
პარლამენტში ლევან ბეჟაშვილის წიგნის - “საკანონმდებლო ტექნიკა, სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო” – პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადგომით გამოიცა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა საკუთარ წიგნში საკანონმდებლო პროცესებში მიღებული გამოცდილება გააანალიზა და ის გერმანული საკანონმდებლო ტექნიკის სახელმძღვანელო პრინციპებთან შეაჯერა.
წიგნში გაანალიზებულია სამართალშემოქმედებისა და მისი - კანონშემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები.
ღონისძიებაზე გაიმართა ანტიე დომბროვსკისა და თომას მელცერის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია - “უკეთესი კანონშემოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში - მთავარი ინსტრუმენტი თუ მხოლოდ მოდური ტენდენცია?” ეს ფილმი 2011 წლის ოქტომბერში თბილისშია გადაღებული.

ბეჭდვა