პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20-21 მაისს აშშ-ში ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩიკაგოს სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტი ლოს-ანჟელესსა და ნიუ-იორკს ეწვევა. იგი შეხვედრებს პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გამართავს. იგეგმება სააკაშვილის საჯარო გამოსვლა რამდენიმე წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში.
ნიუ-იორკში 17 მაისს მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ქვეყნის პირველი პირი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. საჯარო ლექციის თემაა - „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის“.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ იორკიდან პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი ჩიკაგოში გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში უკვე გაემგზავრა.
