„საქართველოს ბანკი“ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაფინანსებას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაფინანსებას განაგრძობს
15:15 15.05.2012
„საქართველოს ბანკმა“ „საქართველოს მომავლის ფონდის“ მეშვეობით 75 000 აშშ დოლარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად გამოყო. ამის თაობაზე  მემორანდუმი „საქართველოს ბანკმა“, „კავკასიის ბუნების ფონდთან“, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან გააფორმა.
აღნიშნული თანხა ერთი წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
„საქართველოს ბანკი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მესამე წელია თანამშრომლობს და 2009 წლიდან მოყოლებული 150 000 აშშ დოლარი გამოყო.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი - 2001 წელს გაიხსნა.
2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის, PAN PARK-ის წევრი გახდა.

ბეჭდვა