არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციას ბათუმში მოქმედი 18 ორგანიზაცია შეუერთდა
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციას ბათუმში მოქმედი 18 ორგანიზაცია შეუერთდა
15:12 20.02.2012
კამპანიას "ეს შენ გეხება!" დღეს, ბათუმში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებიც შეურთდნენ. 18 სხვადასხვა არასამთავრობო და მედი ა ორგანიზაციის 25–მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც საარჩევნო კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 23 თებერვალს ბათუმში, კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვა იგეგმება. პეტიციაზე ხელის მოწერა რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ორგანიზაციები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების გარდა სხვადასხვა ღონისძებების გამართვას გეგმავენ.
საარჩევნო კანონის საწინააღმდეგო მოძრაობაში ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სულ 40-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა ჩართული. პეტიციაზე ხელის მოწერის აქცია თბილისში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე 200–ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებებით კი, ,,სამოქალაქო საზოგადოებამ" საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს მიმართა.

ბეჭდვა