იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა შეუწყდება, დეპუტატის
უფლებამოსილებასაც დაკარგავს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთდა.
„ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა - რა მოხდება 2014 წლის შემდეგ, თუ მაგალითად 2014 წლის 2 იანვარს ვინმე არჩეული დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დააყენებს.
ვეფხვაძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უპასუხა.
“აქ უკვე კონკრეტული ნორმის გამოყენება ანალოგიით მოხდება და თუ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს, ასევე იქნება იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც” - განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ გარკვეულ პერიოდში ახალი წესით არჩეულ პირებს შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის საკითხიც გადაწყვიტონ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.
