,,დემოკრატიული მოძრაობა“ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგია
,,დემოკრატიული მოძრაობა“ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგია
14:18 15.05.2012
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წინააღმდეგია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებისა, რომლის თანახმად ევროკავშირის მოქალაქეს საარჩევნო უფლებამოსილება ენიჭება.
როგორც ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან ზაქარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის სახიფათოა, ვინადიან სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის უფლებას ანიჭებს.
,,დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ ცვლილებას, რადგან პირდაპირ სახეზეა სახელმწიფოებრივ ინეტერესთა კონფლიქტი. პირს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა ანუ, სამართლებრივი კავშირი აქვს სხვა ქვეყანასთან, რაც თავისთავად ამ ქვეყნისადმი მის უფლებებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელმისაწვდომობის უფლება ეძლევა. ამ შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პრობლემა ჩნდება“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა, ქვეყნის პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს, რაც ასევე მიუღებელია.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ცვლილების განხილვისას პარლამენტარების მთავარი არგუმენტი მოსახლეობის ამ საკითხისადმი ცალსახა მხარდაჭერის დაფიქსირებაა.
,,NDI”-ს ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეხვედრებს მოსახლეობის იმ ნაწილში ატარებდა, რომელიც მათივე თანამოაზრეებით იყო დაკომპლექტებული“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი დამოკიდებულება აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას არ ეწინააღმდეგება.

ბეჭდვა