მანჯგალაძე რეგიონული მედიისთვის მუშაობის შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
მანჯგალაძე რეგიონული მედიისთვის მუშაობის შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
13:53 15.05.2012
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, რეგიონებში მედიას  პრეზიდენტის ღონისძიებებზე მუშაობის საშუალება არ ეძლევა.

როგორც მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თითქმის ყოველ დღე მართავს ღონისძიებას და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მედიის რომელიმე წარმომადგენელს არ ჰქონოდა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკრედიტაციის შესაბამისი წესი არსებობს და ყველა აკრედიტებულ ჟურნალისტს პრეზიდენტის ღონისძიებების გაშუქების სრული უფლება აქვს.

რამდენიმე დღის წინ რეგიონული მედიის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რეგიონებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ღონისძიებებზე დასწრების უფლება არ ეძლევათ.

ბეჭდვა