ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის უფლება არა აქვს
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის უფლება არა აქვს
13:22 15.05.2012
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს ბიძინა ივანიშვილთან  დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის სამართლებრივი და მორალური უფლება არა აქვს.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს.
ლორთქიფანიძის თქმით, ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იმ შემთხევევაში მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუ ბოლო 10 წელი საქართველოში ცხოვრობდა, შემდეგ ბოლო წლებში ცხოვრების ცენზი მოიხსნა, შემდეგ ისევ დაემატა, შემდეგ ეს ფაქტი 2015 წლამდე იყო შესაძლებელი, შემდეგ 2014 წლამდე, ბოლოს რეგულაცია კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად შეიცვალა და ა.შ.
ლორთქიფანიძის შეფასებით, პარლამენტს პროცედურული დარღვევებით წარმოებული ცვლილებების განხილვის უფლება არა აქვს.

ბეჭდვა