უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 12 დეპუტატს ხელფასები დაექვითა.
დეპუტატები, რომლებიც 12 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ და მათი პულტები სხვის მიერ იყო
გამოყენებული, ხელფასი მთლიანად დაუკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, იმ დეპუტატებს შორის, რომელებიც ხელფასს ვერ მიიღებენ აკაკი ბობოხიძე, ენზელ მკოიანი და ელენე ჯავახაძე არიან.
12 აპრილს, კენჭისყრების დაწყებამდე, ოპოზიციონერმა ჯონდი ბაღათურიამ დეპუტატები დაითვალა და დააფიქსირა, რომ სხდომათა დარბაზში კვორუმისთვის მათი საჭირო რაოდენობა არ იმყოფებოდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატებისთვის დაქვითული ხელფასები საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.
