პარლამენტმა დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თბილისში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი 5 ადამიანის ხსოვნას.
12 მაისს, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.
მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოუცხადეს.
