დავით ბაქრაძე პატრიარქს შეხვდა
დავით ბაქრაძე პატრიარქს შეხვდა
12:29 15.05.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესა და უწმინდესს შორის საუბრისას გადაწყდა, რომ პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება.

კომისიას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.

ბეჭდვა