ვალერი გელბახიანს ადვოკატი ერთ საათში შეხვდება
ვალერი გელბახიანს ადვოკატი ერთ საათში შეხვდება
14:12 20.02.2012
ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელბახიანს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გლდანის მერვე საპყრობილეში დაახლოებით ერთ საათში შეხვდება, - ამის შესახებ  "ნიუსპრესს" ადვოკატმა თავად განუცხადა.
მისი თქმით, პატიმართან შესახვედრად ახლა მიდის და დაკავებულის ნახვის საშუალება დაახლოებით ერთ საათში ექნება. გელბახიანთან საუბრის დასრულებამდე ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.
ვალერი გელბახიანი სამართალდამცველებმა დღეს, საქართველო-სომხეთის საზღვრის სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

ბეჭდვა