ბიძინა ივანიშვილი პერ ეკლუნდს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი პერ ეკლუნდს შეხვდა
19:24 14.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევრაზიის პარტნიორობის ფონდის თავისუფალ კონსულტანტს პერ ეკლუნდს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
ეკლუნდმა ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები მოისმინა.
მისი თქმით, შეხვედრაზე პერ ეკლუნდი საქართველოში გეოპოლიტიკური მდგომარეობით დაინტერესდა.
„შეხვედრაზე ინფორმაციები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე რეალური და ობიექტური არჩევნების ჩატარების საკითხში, მისი ჩართულობა და ცოდნა იქნება გამოყენებული“ - განაცხადა ივანიშვილმა.
პერ ეკლუნდი 2007-2011 წლებში საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.

ბეჭდვა