პარლამენტს ახალი ჯილდოები - “თავისუფლების ორდენი” და „პარლამენტის მედალი” შემოაქვს.
შესაბამისი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის. კანონპროექტით განისაზღვრება “თავისუფლების ორდენისა” და “პარლამენტის მედლის” შემოღებისა და გაცემის სამართლებრივი საფუძვლები.
პროექტის თანახმად, „თავისუფლების ორდენი“ გადაეცემათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს. ხოლო „პარლამენტის მედლით“, პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს დააჯილდოებენ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯოდმარე ხათუნა გოგორიშვილია.
