"ქართული ოცნება" მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებას წინასაარჩევნო ტრიუკად მიიჩნევს
"ქართული ოცნება" მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებას წინასაარჩევნო ტრიუკად მიიჩნევს
14:08 20.02.2012
"ქართული ოცნება" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოვაუჩერების დარიგებას ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკად მიიჩნევს, რომელიც  მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ მოძრაობის პრესმდივანმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ელექტროენერგიაზე ვაუჩერის დარიგება მაინც ვერ ცვლის რეალობას, რდგან ამ გადასახადზე მიბმულია დასუფთავების გადასახადი. მეეჭვება, ამ ვაუჩერმა რაიმე პრობლემა მოხსნას. ასევე მეეჭვება, ამით მოსახლეობა მოისყიდონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ ზამთრის პერიოდში სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ენერგოვაუჩერი მიიღონ. ჯერჯერობით ენერგოვაუჩერის თანხის ოდენობა უცნობია.

ბეჭდვა