ჯონდი ბაღათურია ვალერი გელბახიანის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს
ჯონდი ბაღათურია ვალერი გელბახიანის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს
13:43 20.02.2012
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ვალერი გელბახიანის დაკავებას უკანონოდ აფასებს და მის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.  
"ნიუსპრესთან" საუბარში ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდება თავის დროზე ხელისუფლებამ წაუყენა ტელეკომპანია "იმედის" კოლექტივს, ბადრი პატარკაციშვილსა და ვალერი გელბახიანს.
"ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილია, ვალერი გელბახიანი დაპატიმრებული, "იმედის" მთელი კოლექტივი კი პარლამენტშია და მათთვის ერთი შეკითხვაც კი არავის დაუსვამს, აპირებდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ფაქტის გამოძიებას აპირებდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც პირადად ითხოვდა, რასაც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებმა" მხარი არ დაუჭირა.
ვალერი გელბახიანი სამართალდამცველებმა დღეს, საქართველო-სომხეთის საზღვრის სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

ბეჭდვა