კახა კუკავა - "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონი სააკაშვილის გაპრემიერებას ემსახურება
კახა კუკავა - "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონი სააკაშვილის გაპრემიერებას ემსახურება
13:09 20.02.2012
პარტია "თავისუფალი საქართველო" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობად აფასებს.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გასული წლის დეკემბერში ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქმედ პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტებს მმართველ პარტიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.
მისივე თქმით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებები მოქალაქეთა აზრის თავისუფლად გამოხატვისა და სრულყოფილი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას ზღუდავს.
"თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების ერთიანობაა საჭირო, რათა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ერთობლივად იმოქმედონ.
"აუცილებელია გვქონდეს კოორდინაცია და მოქმედების ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია. არჩევნების გზით ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების ძალა მხოლოდ ერთობაში და არჩევნებამდე აქტიურ მოქმედებებშია", - განაცხადა კახა კუკავამ.



ბეჭდვა