„ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტს გუშინ ფეხბურთის მატჩზე დასწრების გამო აკრიტიკებენ
„ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტს გუშინ ფეხბურთის მატჩზე დასწრების გამო აკრიტიკებენ
14:13 14.05.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პრეზიდენტს სლოვენიაში, საქართველო-ჰოლანდიის თამაშზე დასასწრებად წასვლის გამო აკრიტიკებენ.

როგორც პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების დროს პრეზიდენტი ხალხის გვერდით უნდა იყოს.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა და სტიქიას ადამიანების დაღუპვა მოჰყვა, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ამ პროცესში უნდა ყოფილიყო ჩართული“-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გარკვეული ზომები მიიღო, თუმცა, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად სლოვენიაში წასვლა მიზანშეწონილი არ იყო.

„ამას, ალბათ, ყველა ადამიანი თავისი შინაგანი პრინციპებიდან გამომდინარე თავად წყვეტს“-აღნიშნა გამყრელიძემ.

დღესვე, „ახალი მემარჯვენების“ ლიდერმა ორთაჭალაში მომხდარი უბედურების გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ეს არის რეალური შედეგი იმისა, რომ მერია დროსა და ფინანსებს ფასადებზე ხარჯავს და ინფრასტრუქტურა - სანიაღვრეები, დამბები მოუწესრიგებელია“- განაცხადა მან და მერიიის სამსახურებს აქცენტის მთავრ საკითხებზე გაკეთებისკენ მოუწოდა.

თბილისში სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

ბეჭდვა