შვედეთის დელეგაციას პრეზიდენტი მიიღებს
შვედეთის დელეგაციას პრეზიდენტი მიიღებს
13:55 14.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის „მოდერატების პარტიის“ წევრთა დელეგაციას მიიღებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, შვედეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების დაცვის საკითხში მოწინავე ქვეყანაა.
კალანდაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დამატებით ინფორმაციას მოისმენს.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებში გამართავენ.
შვედეთის დელეგაციის ვიზიტი 16 მაისს დასრულდება.

ბეჭდვა