"ქართული ოცნება" კამპანიას "ეს შენ გეხება!" მხარდაჭერას უცხადებს
"ქართული ოცნება" კამპანიას "ეს შენ გეხება!" მხარდაჭერას უცხადებს
12:49 20.02.2012
"ქართული ოცნება" არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ წამოწყებულ კამპანიას "ეს შენ გეხება!" მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ორგანიზაციის პრესმდივანმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა, "ქართული ოცნება" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ პეტიციას და საკანონმდებლო წინადადებას მიესალმება.
"ამ ტრიბუნიდან მინდა გამოვხატო "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მათი ინიციატივის მიმართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ ძალისხმევას შედეგი ექნება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანია "ეს შენ გეხება!" წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ. ამის თაობაზე მათ საქართველოს პარლამენტში პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი რამდენიმე დღის წინ შეიტანეს.

ბეჭდვა