საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დეპუტატები ხვალ იმსჯელებენ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დეპუტატები ხვალ იმსჯელებენ
13:48 14.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 15 მაისს, 11:00 საათზე კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ფორმულირება დარიგდება.

კომიტეტის სხდომის შემდეგ, ცვლილებებზე მეორე მოსმენით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.

პავლე კუბლაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ როგორი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ფორმულირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უკავშირდება. პირველი მოსმენით მიღებული ფორმულირება კი ასეთია - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.


ბეჭდვა