ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. იგი დღეს გამართულ ტრადიციულ
ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ წარადგინა.
ზვიადაურის თქმით, მან კოალიციაში გადასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. ჩემი სურვილი იყო მოვსულიყავი და მის გვერდით დავმდგარიყავი, რათა გადაგვერჩინა საქართველო, რომელიც უფსკრულის პირასაა. ერთად ვიბრძოლებთ „ქართული ოცნების“ ასახდენად“- განაცხადა ზვიადაურმა.
ამასთან, ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მისი გადაწყვეტილება კოლიციაში გადასვლასთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
