საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „მოდერატების პარტიის“ წევრებს შეხვდება.
„მოდერატების პარტიის“ წევრები ორი დღის განმავლობაში თბილისში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გამართავენ.
დაგეგმილია მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.
შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს 16 მაისს დატოვებენ.
