საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი პედაგოგთა პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს.
ამ თემაზე დეპუტატი დღეს ბრიფინგს გამართავს და მასწავლებელთა დევნის კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს.
გიორგი ცაგარეიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდებს პედაგოგთა პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყვიტოს.
დეპუტატის ბრიფინგი 13:00 საათზე პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
