პარტია "ახალი მემარჯვენეები" სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სამწუხაროდ, მიუხედავად სამაშველო სამსახურის თავგანწირული მუშაობისა, შეუძლებელი აღმოჩნდა მსხვერპლის თავიდან აცილება“- აცხადებენ პარტიაში.
"ახალი მემარჯვენეები" იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დროულად აღმოუჩენს დახმარებას სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. სტიქიის შედეგად განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები დაზარალდა. გარდაცვლილია 85 წლის ქალი, ასევე, ახლობელთან სტუმრად მყოფი დედა ორი შვილით და ოჯახის დიასახლისი ქალბატონი. ანა წკრიალაშვილისა და მისი შვილების ცხედრები სოფელ შავშვებში უკვე გადაასვენეს, სწორედ შავშვებიდან იყვნენ ისინი წარმოშობით.
