პრეზიდენტი მაშველებს მადლობას უცხადებს
პრეზიდენტი მაშველებს მადლობას უცხადებს
17:35 13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა იმ მაშველს, რომელიც წუხელ სტიქიის ზონებში მუშაობდა, მადლობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უცხადებს ყველა იმ მაშველს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობას ეხმარებოდა, ექსტრემალურ პირობებში სტიქიით დაზარალებული ხალხის გადასარჩენად თავდაუზოგავად მუშაობდა და, რომელთა თავდადებამ და შემართებამ უამრავ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“ - ნათქვამია განცხადებაში.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ძირითადი უბედურების ზონა ორთაჭალა, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორია იყო. ადგილი პრეზიდენტმა მოინახულა. მან ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. ამასთან, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები დაზარალდა.

ბეჭდვა