საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის შესახებ განცხადებას დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის
თავმჯდომარე გააკეთებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბაქრაძე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრებს.
პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებული იყოს რეზოლუცია.
