"ქართული ოცნების" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
"ქართული ოცნების" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
11:43 20.02.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე ორგანიზაციის პრესმდივანმა  მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზენტაცია ხვალ, 12.00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" ჩატარდება და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს თავად წარადგენს. ხელი მოეწერება ასევე ერთობლივ დეკლარაციას.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" 40-მდე რეგიონული ოფისი უკვე მზად არის და ხვალ, კოალიციის პრეზენტაციის შემდეგ მათი ამოქმედების აქტიური ფაზა დაიწყება.
რაც შეეხება დამფუძნებელ ყრილობას, როგორც ცნობილია "ქართული ოცნება" პირველი ყრილობის ჩატარებას თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გეგმავს.

ბეჭდვა