პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ნანა გულუას განცხადებით, მინდია გულუა საქართველოში ჩამოსვლას ყველანაირი შესაძლებლობით ცდილობს.
„თუკი მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და პრეზიდენტი ღირსების დონეზე არ დადგა, მაშინ პარტია ბრძოლას გააგრძელებს რადგან ჩვენი საქმე სამართლიანია“ - აღნიშნა „ნიუსპრესთან“ საუბარში ნანა გულუამ.
პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, მინდია გულუა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეზობელი ქვეყნების და დასავლელი პოლიტიკოსების დახმარებით ჩამოვა.
დღეს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მინდია გულუამ პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართა და ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შერიგებისკენ მოუწოდა.
