ცნობილი ხდება პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დაკავებულ წევრთა რაოდენობა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განუცხადა დაკავებულია პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის 6 წევრი.
მისი თქმით, სამი დაკავებული ახალგაზრდის გვარი ცნობილია, დანარჩენების ვინაობას კი ადგენენ.
სოსო გიორგაძის განცხადებით, დაკავებულია, ბადრი ნანობაშვილი, ლაშა ჯავახიშვილი და ლევან გაფრინდაშვილი.
„განახლებული საქართველოსთვის“ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკავებულების შესახებ სამართალდამცავები ინფორმაციას არ აძლევენ. უცნობია აგრეთვე მათი ადგილსამყოფელი.
